მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 14:49
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

“გამოქვეყნდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის პირველადი შედეგები” – გამოცდების ეროვნული ცენტრი

Kvira.ge 3 აგვისტო, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა.

ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი.

“საკუთარი შედეგის გასაგებად სტუდენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.

იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია მომართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საპრეტენზიო განაცხადით.

განაცხადების მიღება დაიწყება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.

დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუქ გვერდებზე გამოქვეყნდება”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი