მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 15:57
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ვაშინგტონთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

Prime Time 3 აგვისტო, 2026 · 13:21 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის მოლაპარაკებები მხოლოდ ომანთან მიმდინარეობს.

ბაღაის თქმით, ამჟამად არც რომელიმე ქვეყნის დელეგაციის მიღებაა დაგეგმილი და არც თავიანთი დელეგაციის საზღვარგარეთ გაგზავნა.

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებით, სანამ „აშშ-ის აგრესია“ გაგრძელდება, სრუტეში არსებული ვითარება უცვლელი დარჩება.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები განახლდება. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მხარეებმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.