მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 20:59
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველაფერი, რაც “ნაციონალური მოძრაობაში“ ხდება, მრავალწლიან საბოტაჟზე აგებული პოლიტიკის შედეგია, რომელიც პარტიას შიგნით დაუბრუნდა – თავად გახდნენ იმის მსხვერპლი, რასაც საბოტაჟის კუთხით აკეთებდნენ

IPN.ge 3 აგვისტო, 2026 · 19:15 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ყველაფერი, რაც “ნაციონალური მოძრაობაში“ ხდება, მრავალწლიან საბოტაჟზე აგებული პოლიტიკის შედეგია, რომელიც პარტიას შიგნით დაუბრუნდა – თავად გახდნენ იმის მსხვერპლი, რასაც საბოტაჟის კუთხით საქართველოსთვის აკეთებდნენ და იმეტებდნენ, – ეს განცხადება დღეს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილის შეფასებით, “ნაციონალურ მოძრაობაში“ სრული კრიზისია.

“კრიზისის მიზეზია არა მხოლოდ პიროვნული ამბიციების შეჯახება, არამედ ეს არის კიდევ უფრო ღრმა კრიზისის მაჩვენებელი. კერძოდ, “ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილებებს გარედან იღებენ. პარტიაში თავმჯდომარის შეცვლა-არშეცვლა მიხეილ სააკაშვილის ახირებებზეა დამოკიდებული. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პარტიას ნორმალური რესურსი არა აქვს, რათა პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდეს და მისი შიდაპარტიული კომუნიკაცია გამართული იყოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ამბობს იმასაც, რომ დრამატულად შემცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ხმას “ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს.

“შეიძლება ამომრჩეველი ამ პარტიასთან დაკავშირებულ კრიზში ღრმად არ ჩავიდეს, მაგრამ საჯარო კინკლაობა, საჯარო ბრალდებები, თუ ვინ მოიტყუა, ვინ გააყალბა ოქმი, ვის არ შეატყობინეს პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარების თარიღი, “ნაციონალური მოძრაობის“ რიგით ამომრჩეველს აჩვენებს, რომ პარტიამ ნდობის ყოველგვარი რესურსი დაკარგა.

პარტიის განახლება ჯერჯერობით სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ამ ჯიჯგვნაში რომელი დაჯიჯგნის, თუ ეს არის რეფორმა და განახლება, მათმა შემორჩენილმა ამომრჩეველმა შეაფასოს. ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად არანაირი კონკურენტი არ არის, ეს ყოველი არჩევნების შემდეგ ციფრებში უფრო მკაფიოდ ჩანს. ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების ერთ-ერთ მთავარ ამრევად და მედროშედ რჩება, ეს ფაქტია. რასაც პოლიტიკა და დემოკრატიული პროცესი ქვია, აქ “ნაციონალური მოძრაობა“ არანაირი კონკურენტი აღარ არის – დესტრუქციის თესვა კონკურენცია არ არის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.