მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 21:32
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

კრასნოდარის გუბერნატორი – უკრაინის მიერ გელენჯიკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

IPN.ge 3 აგვისტო, 2026 · 20:44 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, ქალაქ გელენჯიკზე უკრაინელების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას რუსული მედია კრასნოდარის მხარის გუბერნატორზე, ვენიამინ კონდრატიევზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუბერნატორის განცხადებით, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულია 40 ადამიანი. მათგან 17 საავადმყოფოებში გადაიყვანეს.