მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 21:32
სწრაფი სიახლე
კულტურა

„15 სხვადასხვა ზაზას მოვუგე ომი… ყველაზე დიდი ტრაგედია საკუთარ თავთან დამარცხებაა“ – ზაზა კოლელიშვილის ემოციური მონოლოგი

Prime Time 3 აგვისტო, 2026 · 20:29 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

თენგიზ აბულაძის ლეგენდარული ფილმის „ნატვრის ხის“ მსახიობი ზაზა კოლელიშვილი პოდკასტ „შანტრაპას“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც კარიერასა და პირად ცხოვრებაზე გულწრფელად ისაუბრა.

მსახიობმა განსაკუთრებული ყურადღება ალკოჰოლთან დამოკიდებულების თემას დაუთმო და აღნიშნა, რომ სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მის ცხოვრებაში.

„დალევამ იმდენი შემიშალა ხელი, იმდენჯერ წამოვეგე ჩემი თავის მიერ დაგებულ ანკესზე, რომ ვიცოდი – ეს მახე იყო… მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი ვარ, რადგან 15 სხვადასხვა ზაზას მოვუგე ომი“, – განაცხადა კოლელიშვილმა.

მისი თქმით, დღეს აცნობიერებს, რომ ადამიანი ყველაზე დიდ დაბრკოლებებს ხშირად საკუთარ თავს უქმნის და ყველაზე მძიმე მარცხი სწორედ საკუთარ თავთან დამარცხებაა.

ზაზა კოლელიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წარსულის შეცვლის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, იმავე გზას კიდევ ერთხელ გაივლიდა, რადგან სწორედ ამ გამოცდილებამ აქცია იმ ადამიანად, ვინც დღეს არის.