“იბერიას” შესაძლო მეტოქე გაირკვა – ვის დაუპირისპირდება ქართული გუნდი ევროპის ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა, სადაც “იბერიას” შესაძლო მეტოქე გაირკვა. თუ ქართული გუნდი ჩრდილო ირლანდიური “ლარნეს” ბარიერს დაძლევს, მაშინ “იაგელონია”/”რეინჯერსს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მალე ნიონში კონფერენს ლიგის წილისყრაც დაიწყება და იმის შესახებაც გვეცოდინება, ვინ იქნება “იბერიას” მოწინააღმდეგე, თუ დემჩენკოს გუნდი 2-მატჩის ჯამში “ლარნესთან” წააგებს და კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლებს.
სავარაუდო მეტოქეების სია კი ასეთია: “ტრე ფლორი” (სან მარინო) – “დირტა” (კოსოვო), “რიგა” (ლატვია) – “გიორი” (უნგრეთი) ამ წყვილებში გამარჯვებული, ან “ლინკოლნი” (გიბრალტარი) – “ომონია” (კვიპროსი) ამ წყვილში დამარცხებული.
წყარო: Sportall.ge