მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 16:31
სწრაფი სიახლე
სპორტი

74 წლის ვან გაალმა ნიდერლანდების ნაკრების ჩაბარებაზე თანახმაა

SportMedia 3 აგვისტო, 2026 · 11:02 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუი ვან გაალი მზადაა ნიდერლანდების ნაკრები ჩაიბაროს, ამის შესახებ ინფორმაციას De Telegraaf ავრცელებს.

 

ლუი ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრებს კარიერის განმავლობაში სამჯერ ხელმძღვანელობდა. პირველად 2000-2001 წლებში, შემდეგ 2012-2014 წლებში, ბოლოს კი 2021-2022 წლებში. მისი ხელმძღვანელობით “ნარინჯისფრებმა” 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავეს.

 

შეგახსენებთ, 2026 წლის მუნდიალზე ნიდერლანდების ნაკრებს რონალდ კუმანი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ნიდერლანდების 1/16 ფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, თანამდებობა დატოვა.

წყარო: Sportall.ge