მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 23:49
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

მოქალაქეები, რომლებმაც გორში, ქორწილის ესკორტში ხმოვანი იარაღიდან გაისროლეს პოლიციამ 500-500 ლარით დააჯარიმა

Prime Time July 11, 2026 8:59 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

მოქალაქეები, რომლებმაც გორში, ქორწილის ესკორტში ხმოვანი იარაღიდან გაისროლეს პოლიციამ 500-500 ლარით დააჯარიმა. 

სროლის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„აღნიშნული პირები დაჯარიმდნენ 500-500 ლარით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.  ასევე, შეეზღუდათ აკუსტიკური იარაღის ფლობის უფლება და ჩამოერთვათ აკუსტიკური იარაღები“, – აცხადებენ უწყებაში.