მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026 | 03:49
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ზელენსკი: ბრძოლის ველზე ტენდენცია უცვლელია, რუსეთი ყოველთვიურად 30 000-მდე ჯარისკაცს კარგავს

Kvira.ge 5 აგვისტო, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ ივლისში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბრძოლის ველზე 30 272 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

მისი თქმით, აღნიშნული შედეგი დრონების გამოყენებით იქნა მიღწეული.

„ეს ეხება დაღუპულებსა და კრიტიკულად დაჭრილებს და ეს არის მხოლოდ ის, რისი მკაფიო ვიდეოდადასტურებაც გვაქვს. ბრძოლის ველზე ტენდენცია უცვლელია – რუსეთი ყოველთვიურად დაახლოებით 30 000 სამხედროს კარგავს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე პირობა დადო, რომ უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების ყველა ქვედანაყოფი კიდევ უფრო მეტ დრონს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი