მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026 | 03:51
სწრაფი სიახლე
სპორტი

კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა – პსჟ სეზონის პირველ მატჩში “მალიორკასთან” დამარცხდა

SportMedia 5 აგვისტო, 2026 · 20:48 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

პსჟ-მ წინასასეზონო სამზადისისას პირველი ამხანაგური მატჩი გასვლაზე სეგუნდა დივიზიონში გავარდნილ „მალიორკასთან“ ჩაატარა (სიუტატ დე პალმას თასზე) და 0:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ პარიზულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ფეხბურთელები არ ჰყავდა.

 

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და პირისპირ გასულ კვარცხელიას „პარი სენ ჟერმენის“ ყოფილმა მეკარემ ტენასმა არ გაატანინა. მასპინძლებმა კი შანსები გამოიყენეს – ლუვუმბომ მახვილი კუთხიდან დალაშქრა საფონოვის კარი, ხოლო შემდეგ ვირჯილი მასთან ერთი ერთზე გავიდა და ანგარიში გაზარდა. 

 

შესვენებაზე მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფონოვი შევალიეთი შეცვალა და კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს რაილომ მის კარში მიუჩინა ადგილი. ცხადი გახდა, რომ პსჟ-ს ახალგაზრდა მოთამაშეებს იერიშების ორგანიზება უჭირდათ, ხვიჩა სათანადო მხარდაჭერის გარეშე იმყოფებოდა და მე-60 წუთზე მის ნაცვლად მოედანზე აირი შევიდა. 

 

პსჟ მეორე სპარინგს 8 აგვისტოს გეტებორგში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩაატარებს, 12 აგვისტოს ზალცბურგში ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება, 16 აგვისტოს გასვლაზე საფრანგეთის სუპერთასზე „ლანს“, ხოლო 23 აგვისტოს ლიგა 1-ის პირველ ტურში „რენს“ უმასპინძლებს. 

 

მალიორკა. „სონ მოიში“

მალიორკა – პსჟ 3:0

გოლები: 1:0 ლუვუმბო (21), 2:0 ვირჯილი (40), 3:0 რაილო (51)

 

პსჟ: საფონოვი (შევალიე 46), ბოლი (ფანე – დრამე 81), ზაბარნი, ლუსეა (პაჩო 61), კოუკაბა, ბერალდო, მეილიუ (მეიტე 82) , ფერნანდესი (ელ ნაი 73), ნჯანტუ (ბურდინი 61), კვარაცხელია (აირი 60), მბაიე (იდერი 60)

წყარო: Sportall.ge