“დღეს ფეხბურთს არ გაუმარჯვია” – შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი არგენტინასთან მარცხის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინამ შვეიცარიას დამატებით დროში 3:1 სძლია და ისტორიაში მეექვსედ, ბოლო ოთხ ტურნირზე კი მესამედ გავიდა ნახევარფინალში.
მატჩის შემდეგ შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა მსაჯების მუშაობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბრილ ემბოლო გაძევებას არ იმსახურებდა.
“მეორე ყვითელი ბარათის არანაირი მიზეზი არ არსებობდა. ვერ ვიგებ ამას. უწყინარი სიტუაცია იყო, მასში ბოროტი განზრახვა არ ყოფილა.
ეს გადაწყვეტილება უბრალოდ დაუჯერებელი იყო. მას სრულიად არ ვეთანხმები. აშკარა კონტაქტი იყო და ვერ ვიგებ, მსაჯი და VAR-ი ამ დასკვნამდე როგორ მივიდნენ. დღეს ფეხბურთს არ გაუმარჯვია”, – განაცხადა იაკინმა.
ცნობისთვის, არგენტინა 15 ივლისს, ნახევარფინალში ინგლისს შეხვდება.
წყარო: Sportall.ge