მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 01:06
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – ჩვენი გმირების დიდება იყოს – ვაი, იმ ქართველად წოდებულს, ვინც ამბობს, რომ თქვენ გმირები კი არა, პიარს შეწირულები ხართ

IPN.ge 7 აგვისტო, 2026 · 23:01 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

მიმიფურთხებია ყველა „არაქართველისთვის“ – ვინც თქვენს სისხლს არ აფასებს, ვინც რუსების წინაშე, ფეხებთან გორაობს და ჩვენს საქართველოს მტერზე ჰყიდის! ვაი, იმ ქართველად წოდებულს, ვინც ამბობს, რომ თქვენ გმირები კი არა, პიარს შეწირულები ხართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს,ქედს იხრის დაღუპულთა ხსოვნის წინაშე და პირობას დებს, რომ სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს სამსახურში იქნება. მისი თქმით, გმირების თავდადება ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოა.

„ჩვენი ბიჭები, ჩვენი ძმები, ჩვენი გმირების დიდება იყოს! ქედს ვიხრი, მუხლმოდრეკით, მათ საფლავზე მინდა დავდო პირობა, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე მოვემსახურები თქვენს ნაოცნებარ სამშობლოს! მოვემსახურები საქართველოს! მიმიფურთხებია ყველა „არაქართველისთვის“ – ვინც თქვენს სისხლს არ აფასებს, ვინც რუსების წინაშე, ფეხებთან გორაობს და ჩვენს საქართველოს მტერზე ჰყიდის! ვაი, იმ ქართველად წოდებულს, ვინც ამბობს, რომ თქვენ გმირები კი არა, პიარს შეწირულები ხართ – მიმიფურთხებია ასეთი კაცისთვის!

დიდება თქვენს სულებს! დიდება თქვენს დანატოვარს! ხორცი მეწვის თქვენი თავდადების დანატოვარზე და ამაყი ვარ, რომ თქვენი ჯიშის ვარ! თქვენს სულებს და ძვლებს ვენაცვალე ბიჭებო! თქვენი შვილები, დანატოვარი მოესწრება ტერორისტული რუსეთის დაცემას, რაც არც ისე შორს არის – ჩვენი ძმების, უკრაინელების და იქ მებრძოლი ქართველების მეცადინეობით!

პირველად არ შემიძლია თქვენს საფლავზე მოვიდე და მუხლი მოვიყარო – მაპატიეთ, ძმებო! ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს! სამარტოო საკნიდან თქვენი მონა-მორჩილი, ლევან ხაბეიშვილი“,- წერს ხაბეიშვილი.