მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 01:51
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა – დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივისაცემად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა

Prime Time 8 აგვისტო, 2026 · 00:22 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათ შორის 1 045 სამხედრო მოსამსახურე.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.