როდის ელოდებიან საქართველოში +40-გრადუსიან სიცხეს

მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურის მატებაა ნავარაუდები. სინოპტიკოსების პროგნოზით, ცხელი ამინდი რამდენიმე დღეს გაგრძელდება. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს.
“ტემპერატურამ აგვისტოს თვეში შესაძლოა 35-40 გრადუსს მიაღწიოს, ანუ ამ შუალედში, რაც დაახლოებით ნორმასთან ახლოს არის და ერთ გრადუსით მაღალია, საშუალო ტემპერატურაზე მაქვს საუბარი. კონკრეტულად ქალაქებზე, ცალკეულ ქალაქებზე საუბარი რთულია, თუმცა დედაქალაქში ტემპერატურა მთელი აგვისტოს განმავლობაში, როგორც გითხარით, 35-37 გრადუსის ფარგლებში ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მატება მოსალოდნელია” – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების და ადრეული გაფრთხილების სამმართველოს სპეციალისტი თამარ პაპაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ნახეთ, ვიდეო: