Bloomberg – უკრაინა დათანხმდა, რომ შავ ზღვაში ზოგიერთ ნავთობტანკერსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას არ განახორციელებს

უკრაინა დათანხმდა, რომ შავ ზღვაში ზოგიერთ ნავთობტანკერსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას არ განახორციელებს, – ინფორმაციას Bloomberg-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინა შავ ზღვაში არარუსულ ნავთობტანკერებსა და ინფრასტრუქტურას არ დაარტყამს.
ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომლითაც ყაზახეთიდან ნავთობის ექსპორტი ხორციელდება.
მისი თქმით, უკრაინამ საკონტაქტო ცენტრები შექმნა, რათა გადამზიდმა კომპანიებმა გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის გაცვლა შეძლონ.
გამოცემა წერს, რომ აღნიშნული შეთანხმება აშშ-ის მთავრობისა და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრის შემდეგ იქნა მიღწეული.