მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 19:51
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

8 აგვისტო ლომის კარიბჭის კულმინაცია… – რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ იღბალი მოიზიდით

Prime Time 8 აგვისტო, 2026 · 16:58 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

8 აგვისტო ლომის კარიბჭის კულმინაცია. ეზოთერიკოსების რჩევით, ამ დღეს დიდი ენერგია აქვს და ის შესაბამისად უნდა გამოიყენოთ.

ციფრული ფსიქოლოგი თაკო მელიქილიშვილი სოციალურ ქსელში 8 აგვისტოს ჩასატარებელ მარტივ პრაქტიკას აზიარებს.

„დღეს წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული დღეა.
დღის ენერგიებია: 8 • 8 • 7.
დღეს მნიშვნელოვანია დიდად იოცნებოთ, ჩაიფიქროთ სურვილები და სამყაროს თამამად უთხრათ, რა გინდათ სინამდვილეში.
 განსაკუთრებით კარგი დღეა:
სურვილების ხელით, ფურცელზე დასაწერად;
ფინანსური სიუხვის პრაქტიკებისთვის;
სურვილების დაფის შესაქმნელად ან გასაახლებლად
ფულთან დაკავშირებული პოზიტიური აფირმაციებისთვის.
  არ გამოტოვოთ;
მაგალითად:
მადლიერებით ვიღებ ყოველთვიურ შემოსავალს, რომელიც მუდმივად იზრდება.
მადლიერებით ვიღებ ფინანსურ სიუხვეს.
მადლიერებით ვიღებ ჩემს ახალ სახლს.
სურვილი ისე ჩამოაყალიბეთ, თითქოს ის უკვე მოდის თქვენს ცხოვრებაში.
დღეს შეიძლება მარტო დარჩენისა და ყველასგან განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ეცადეთ პირიქით იყავით აქტიურები, იურთიერთეთ, გაიცანით ახალი ადამიანები და გამოჩნდით. შესაძლებლობები სწორედ ადამიანების გავლით შეიძლება მოვიდეს.“ – წერს თაკო მელიქიშვილი და მარტივ პრაქტიკას აზიარებს.

„დაგჭირდებათ გამჭვირვალე ჭიქა წყლით, დახატეთ ხელით სამჯერ რვიანი და ამ დროს ჩაიფიქრეთ თქვენთვის სასურველი სურვილი“ – ამბობს ვიდეოში მელიქიშვილი.

ქოლოგი.