მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 20:48
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

“ფოტოსურათი, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, ნია იმნაძის ერთ-ერთმა მეგობარმა გამომიგზავნა…” – ეკა კუპატაძე

Ambebi.ge 8 აგვისტო, 2026 · 18:11 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

“მალანიებმა და იმნაძეებმა 2 ოქტომბერსვე იცოდნენ, რომ მათი შვილები გარეული იყვნენ სერიოზულ დანაშაულში” – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძე “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

  • ეკა კუპატაძემ გადაცემაში ისაუბრა საქმის მასალებში არსებულ ფოტოსურათზე, რომელიც მისი თქმით, ნია იმნაძის მეგობარმა გაუგზავნა.

“ახალი ფოტომასალები, რაც აღდგა ნია იმნაძის ტელეფონიდან, ეს არ მაქვს და ეს გადმომეცემა, მაგრამ ძველიც არის საკმაოდ მსუყე რაოდენობით.

ფოტოსურათი, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, ხელში ჩამივარდა ნოემბერში და ნია იმნაძის ერთ-ერთმა მეგობარმა გამომიგზავნა. ნია იმნაძეს ეს ჰქონდა ატვირთული “ინსტაგრამზე”. შემდეგ, როცა საქმის მასალები მომცეს, ნია იმნაძის ტელეფონის პირველადი აღდგენა რომ მოხდა, იქ ვიპოვე ეს სურათი და ეს სურათი გადაღებულია 2 ოქტომბერს.

2 ოქტომბერს ეს სურათი გადაღებულია მაშინ, როცა ნია იმნაძე გიგას “ჩატიდან” გებულობს გიგაზე თავდასხმას. ანუ ამ სურათის გადაღების დროს, როცა ალექსანდრე გაბაშვილი და ნია იმნაძე არიან ერთად. “ჩატში” არის მიმოწერები, ნია იმნაძეც წერს, ის ბავშვებიც წერენ და მერე ერთ-ერთთან პირადში გადავიდა იმიტომ რომ იმ ბავშვმა მიწერა პირადში. მას ეგონა, გიგა მასწავლებელი გადარჩება და ამ მიმოწერას ნახავს და უხერხულიაო. იმ დროს, როცა გიგაზე თავდასხმაზე საუბრობენ, ნია იმნაძე და ალექსანდრე გაბაშვილი არიან ერთად”- განაცხადა ეკა კუპატაძემ.

  • როგორც გიგა ავალიანის დედა ამბობს, ის საგულდაგულოდ მალავდა 3 ოქტომბრამდე გიგას შესახებ ინფორმაციას, რადგან მისი მეორე შვილი საზღვარგარეთ იმყოფებოდა და არ უნდოდა, რომ გაეგო.

“2 ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ნია იმნაძემ იმ “ჩატიდან” გაიგო გიგას შესახებ თუ სხვა რაიმე საინფორმაციო წყაროდანაც მიიღო ინფორმაცია, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ვიცი, ის რომ მე საგულდაგულოდ ვმალავდი გიგაზე თავდასხმას 3 ოქტომბრის დილამდე. მე დამჭირდა სისხლი და გავხდი იძულებული სკოლის, თანამშრომლების “ჩატში” მეთხოვა, ჩემი სადამრიგებლო კლასის მშობლებთან მეთხოვა სისხლი. იმიტომ რომ ნიკა (მეორე შვილი) იყო საზღვარგარეთ და 3 ოქტომბერს დილით უნდა ჩამოფრენილიყო. არ მინდოდა, რომ ნიკას გაეგო. ყველას ვთხოვე, რომ არ გაეხმაურებინათ.

2 ოქტომბრის ღამეს, 3 ოქტომბერი რომ თენდებოდა, პირველის წუთებზე, ვერიკო ქარჩავა შვილს, გიორგი მალანიას ესაუბრება ნიაკო იმნაძის შეყვარებულზე. ახლა კითხვა – ნია იმნაძის შეყვარებული რომ არც დედამ იცოდა და არც მამამ (რასაც ისინი ამბობენ თვითონ), რომც სცოდნოდათ, რაში აინტერესებდა ვერიკო ქარჩავას მის შვილთან შუა ღამეს ნიაკო იმნაძის შეყვარებული. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მალანიებმა და იმნაძეებმა 2 ოქტომბერსვე იცოდნენ, რომ მათი შვილები გარეული იყვნენ სერიოზულ დანაშაულში” – განაცხადა ეკა კუპატაძემ.