მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 01:28
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

როდის დაიწყება სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში

Prime Time 8 აგვისტო, 2026 · 22:10 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ Mshoblebi.ge-ს უთხრა.

15 სექტემბერს განახლდება სასწავლო პროცესი თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებშიც. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, აღსაზრდელები ბაღებში სწორედ ამ დღიდან დაბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან პირველკლასელები სკოლაში ახალი, ერთიანი სასკოლო ფორმით მივლენ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასკოლო ფორმის ეტაპობრივი დანერგვა თავდაპირველად I კლასიდან დაიწყება. 

გივი მიქანაძის თქმით, წელს სამ ეტაპად მოხდება ფორმების მოწოდება. 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი სკოლაში მივა ახალი ქართული ფორმით, რომლის მარცხენა მხარეს საქართველოს სახელმწიფო გერბი იქნება გამოსახული. პირველი სემესტრის განმავლობაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით.