მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 01:39
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

შეკვეთილის სანაპიროზე ზღვამ უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტი გამორიყა

IPN.ge 9 აგვისტო, 2026 · 00:23 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

შეკვეთილის სანაპიროზე ზღვამ უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტი გამორიყა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ფრენის საერთაშორისო წესების დარღვევას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა დაწერა და ვიდეოც გამოაქვეყნა.