ტრაგედია ლიონელ მესის ოჯახში – რას წერს უცხოური გამოცემა

68 წლის ასაკში ლიონელ მესის მამა და აგენტი, ხორხე მესი გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ხორხე მესის ლეოს წარმატებაში უდიდესი როლი მიუძღვის — ის არა მხოლოდ მამა, არამედ მისი კარიერის მთავარი მმართველი და პროფესიულ გზაზე უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო.
ცნობილია, რომ ხორხე მესის ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ივნისშიც გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ, თუმცა მაშინ ოჯახმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარყო.