მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 01:28
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

დააკავეს მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოს სახურავზე შავი სამოსით და ცელით ხელში 2 საათი იდგა და პაციენტებს აშინებდა (უცხოეთი)

Prime Time 8 აგვისტო, 2026 · 22:52 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

დიდ ბრიტანეთში, შავ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი, რომელსაც ხელში ცელი ეჭირა, ორი საათის განმავლობაში საავადმყოფოს სახურავზე იდგა და პაციენტებს უყურებდა. ამის შესახებ Metro იუწყება.

მედიის ცნობით, 26 წლის ლეონ გილესპიმ კაპიუშონიანი შავი სამოსი ჩაიცვა, უელსის ქალაქ დენბიშში მდებარე საავადმყოფოს სახურავზე აძვრა და თითქმის ორი საათი იქ იდგა, მამაკაცი უყურებდა შენობაში შემსვლელ და გამომსვლელ ადამიანებს და ცელს იქნევდა. საბოლოოდ, წესრიგის დამრღვევის დასაჭერად შემთხვევის ადგილზე ოთხი საპოლიციო მანქანა და სახანძრო ბრიგადა მივიდა.

როდესაც გილესპი სასამართლოს წინაშე წარდგა, მას თავისი საქციელი არ განუმარტავს. მამაკაცი საავადმყოფოს მუშაობისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულეს და 200 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდა.