მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 02:52
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

გოლი, არჩათვლილი გოლი და საგოლე მომენტი – ბუდუმ სეზონი შედეგიანად დაიწყო

Prime Time 9 აგვისტო, 2026 · 00:01 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის წლევანდელი გათამაშება შედეგიანად დაიწყო. პირველ ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ საკუთარ სტადიონზე „ოსნაბრიუკი“ დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში 4:3 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების 32 წლის ფორვარდი მასპინძლების ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-10 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც საჯარიმოში კარგად გაიხსნა და მარსელ კოსტლის პასის შემდეგ სტუმართა მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

განაგრძე კითხვა