მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 03:14
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ინსტაგრამზე ჰქონდა ატვირთული… – ნია იმნაძის რომელ ფოტოზე საუბრობს გიგა ავალიანის დედა

Prime Time 9 აგვისტო, 2026 · 00:19 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

“ფოტოსურათი, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, ნია იმნაძის ერთ-ერთმა მეგობარმა გამომიგზავნა…” – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” ისაუბრა. 

„ეს ფოტო ნია იმნაძეს ატვირთული ჰქონდა ინსტაგრამზე. ფოტო ატვირთული იყო 3 ოქტომბერს. მე იმ დროს არ ვიცოდი ფოტო როდის გადაიღეს. შემდეგ როცა საქმის მასალები გადმომცეს და როცა ნია იმნაძის ტელეფონიდან პირველადი მასალების აღდგენა მოხდა, სწორედ იქ ვიპოვე ეს ფოტოსურათი.  ეს ფოტო გადაღებულია 2 ოქტომბერს, როცა გიგას მოსწავლეების ჩატში ბავშვები წერენ გიგაზე თავდასხმის შესახებ.  ერთ-ერთმა მოსწავლემ ნიასთან პირადში გააგრძელა საუბარი, უხერხულია შემდეგ გიგა ნახავს ამ მიმოწერასო.  როცა ამ ჩატში გიგაზე  წერენ მოსწავლეები, ნია იმნაძე და ალექსანდრე გაბაშვილი არიან ერთად. მაგ დღეს არის ეს ფოტო გადაღებული.“ – ამბობს გადაცემაში ეკა კუპატაძე და საქმის სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე საუბრობს.

ნია იმნაძის ადვოკატი აცხადებს, რომ  დაკავებულმა არასრულწლოვანმა გიგა ავალიანზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ არაფერი იცოდა .

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა. ორივე არასრუწლოვანს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.