მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 14:30
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

პოლიციამ „გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავა

Prime Time 9 აგვისტო, 2026 · 11:16 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს,  მათ შორის, 2 არასრულწლოვანია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით კი შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.