მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 14:34
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ტრაგედია საფეხბურთო მატჩის დროს – 24 წლის ფეხბურთელი ელვის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა (უცხოეთი)

Prime Time 9 აგვისტო, 2026 · 12:49 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ტაილანდში, ნარათჰივატის პროვინციაში გამართული მატჩის დროს, ფეხბურთელს ელვამ დაარტყა. ამის შესახებ Mothership-ი იუწყება.

ტრაგიკული შემთხვევა 4 აგვისტოს საღამოს, ქალაქ სუნგაიკოლოკში, „სანტიფჰაპის“ სტადიონზე, რეგიონული ჩემპიონატის ნახევარფინალური თამაშის დროს მოხდა. დაიწყო ძლიერი კოკისპირული წვიმა, მინდორი წყლით დაიფარა. გარკვეულ მომენტში სტადიონზე  ელვამ გაანათა, ძლიერი გრუხუნის ხმა გაისმა და რამდენიმე ფეხბურთელი გაზონზე დაეცა.

მალევე გახდა ცნობილი, რომ ელვამ მოედნის ცენტრში მყოფ 24 წლის ნახევარმცველს, სოფვან ავაეს დაარტყა. ახალგაზრდა სპორტსმენის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კიდევ 12 ადამიანი სხვადასხვა ხარისხის ელექტროტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს.