“ამას მოურინიოსგან არ ველოდი” – ფედე ვალვერდე

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა.
ურუგვაელის თქმით, იგი არ ელოდა, რომ “განსაკუთრებულს” ფეხბურთელებთან ასეთი ახლო ურთიერთობა ექნებოდა.
“უნდა აღვნიშნო, რომ ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა ფანტასტიკურია. ჩვენ მისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.
სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი, რომ ფეხბურთელებთან ასეთი კარგი და ახლო ურთიერთობა ექნებოდა. მართალია ზოგჯერ მკაცრია, მაგრამ ვფიქრობ ეს ჩვენთვისაც კარგია”, – განაცხადა ვალვერდემ.
შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიომ “რეალი” მეორედ ივლისში ჩაიბარა და “ბლანკოსთან” ხელშეკრულება 2029 წლამდე გააფორმა.
წყარო: Sportall.ge