„ჰუსიტების“ განცხადებით, საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმა განახორციელეს

იემენელმა „ჰუსიტმა“ საუდის არაბეთის ქალაქ ჯანაზში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა Saudi Aramco-ზე თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ჰუსიტებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათ ჯიზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით წარმატებული დარტყმა განახორციელეს. მათი მტკიცებით, თავდასხმა „საუდის არაბეთის მტრული დრონების საადის და ჰაჯის პროვინციების საჰაერო სივრცეში შეჭრის საპასუხოდ“ განხორციელდა.
საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ გამთენიისას ხანძარი გაჩნდა ჯაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა Saudi Aramco-ში, რომელიც კომპანიის სახანძრო ჯგუფებმა ჩააქრეს. სამინისტროს ცნობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
CNN-ი აღნიშნავს, რომ თავდასხმების შესახებ ცნობების გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე პაკისტანმა, თურქეთმა და საუდის არაბეთმა მექაში ნატო-ს სტილის ურთიერთთავდაცვის პაქტს მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, ამ ქვეყნებიდან რომელიმეზე თავდასხმა „ყველა მათგანზე თავდასხმად ჩაითვლება“.