მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 20:29
სწრაფი სიახლე
სპორტი

“სასიხარულოა” – ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ნამატჩევს

SportMedia 9 აგვისტო, 2026 · 14:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ ფრედ დასრულებული ამხანაგური მატჩის შემდეგ (1:1), კლუბის საიტთან კომენტარი პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.

 

„ბევრი კარგი რამ ვნახეთ. მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ. მერე რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რაც სეზონის ამ ეტაპისთვის ნორმალურია. დადებით მომენტად იმას ვთვლი, რომ არცერთმა ფეხბურთელმა ტრავმა არ მიიღო. მომავალ კვირაში კიდევ რამდენიმე მოთამაშე დაგვიბრუნდება.

 

ახლა სუპერთასზე უნდა ვიფიქროთ. პლუსია, რომ სეზონი ასე ადრე იწყება: მნიშვნელოვანია გავიგოთ, ვინ იქნება ფინალისთვის მაქსიმალურად მზად. თუმცა, გვიხარია, რომ ფეხბურთელები გვიბრუნდებიან, ისევ ერთად ვიქნებით, ეს სასიხარულოა“.

 

12 აგვისტოს, ევროპის სუპერთასზე პსჟ „ასტონ ვილას“ შეხვდება. 

წყარო: Sportall.ge