“მეკარეები უშანსოდ იყვნენ” – ალისონის და მამარდაშვილის თამაში შეაფასეს

„ლივერპულის“ „მონაკოსთან“ ამხანაგურმა მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია. 61 276-იან „ენფილდზე“ შეხვედრას 60 216 მაყურებელი დაესწრო და თავისი გუნდის წაგებით (2:3) იმედგაცრუებული დარჩა.
აღსანიშნავია, რომ ეს „წითლების“ ახალი მწვრთნელის ანდონი ირაოლად პირველი საშინაო თამაში იყო.
პირველ ტაიმში კარში ალისონი იდგა, მეორეში კი გიორგი მამარდაშვილი. მათი გარჯა ანალიტიკურმა და ინგლისურმა საიტებმა შეაფასეს.
Sofascore: ალისონი 6.8, მამარდაშვილი 7.2.
Flashscore: ალისონი 6.9, მამარდაშვილი 6.2.
Liverpoolecho: ალისონი 7, მამარდაშვილი 6.
Rousing the Kop: ალისონი 6, მამარდაშვილი 4.
liverpool.com: ალისონი 6, მამარდაშვილი 6.
ყველაზე ობიექტურად მამარდაშვილის შესახებ liverpool.com-ი წერს: „ისევე როგორც ალისონს, მასაც თავის წარმოსაჩენად ბევრი არაფერი შეეძლო გაეკეთებინა. პირისპირ გასული მეტოქის მიერ დარტყმული ბურთის მოგერიების შემდეგ გოლი გაუშვა. მეორე გოლისასაც გუნდის გადარჩენის შანსი არ ჰქონდა“.
წყარო: Sportall.ge