მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 22:45
სწრაფი სიახლე
სპორტი

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება…

SportMedia 9 აგვისტო, 2026 · 15:52 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

“მეშახტის” ექსამგურალელი მეკარე შოვნაძის ორ შეცდომას მოჰყვა წყალტუბოელთა ორი გოლი და მნიშვნელოვანი გამარჯვება იმერულ დერბიში. 

 

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტყიბულელთა მარცხი უშუალოდ მეკარის ბრალია. წინა ხაზის მოთამაშეებს ჰქონდათ შანსები და უნდა გამოეყენებინათ.

 

ზოგადად, “მეშახტეს” რაღაცით დაეტყო კახა ჩხეტიანის ხელი. ეტყობოდა, რომ გუნდს პაუზის დროს კარგად უვარჯიშია. თუმცა მდგომარეობა მძიმეა და ასე უცებ ვერ გამოსწორდება.

 

“სამგურალმა” კი პრაგმატულად ითამაშა, გამოიყენა მეტოქის შეცდომები, გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში 3 საფეხურით დაწინაურდა.

 

მომდევნო ტურში (16 აგვისტო) წყალტუბოელები ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებენ, ხოლო “მეშახტე”, იმავე დღეს, სტუმრად შეხვდება “დილას”.

 

 

მეშახტე-სამგურალი 1:2

 

1:0 ქანთარია (6, ჯიჯავაძის პასით), 1:1 შერგელაშვილი (22, გეგეჭკორის პასით), 1:2 სირაძე (88)

 

მეშახტე: შოვნაძე, კვირკველია, პიმენტელი, უგრეხელიძე, გეგია, ქანთარია (პაპუაშვილი 60), ჯიჯავაძე, გაბისკირია (კვირკვია 87), პიროგოვი (ჯამარაული 66), ბურდული (შაშიაშვილი 87), სიხარულიძე (გოგოლაშვილი 66)

 

სამგურალი: სიუკაევი, გეგეჭკორი (გოგია 80), პატარკაციშვილი, რიანი, შერგელაშვილი, ვინისიუსი, ჯანჯღავა, ჟან კარლოსი (კრასოვსკი 58), ბიძინაშვილი (გილმორი 72), გაფრინდაშვილი (ცეცხლაძე 58), სებოლინია (სირაძე 72)

 

არბიტრი: ირაკლი შენგელია

 

82-ე წუთზე უხეში თამაშისთვის გააძევეს ლაშა უგრეხელიძე (მეშახტე) 

წყარო: Sportall.ge