მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 01:04
სწრაფი სიახლე
სპორტი

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა…

SportMedia 9 აგვისტო, 2026 · 18:29 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

73-ე წუთამდე “დინამოს” მომგების არაფერი ეტყობოდა. პირიქით, “სპაერი” წინ იყო და რომ გამართლებოდა, ორბურთიანი სხვაობითაც გავიდოდა წინ…

 

დაგვიანებით, მაგრამ მაინც იმუშავა ქეცბაიას შეცვლამ – ახალგაზრდა კობა კაკაშვილმა გაათანაბრა ანგარიში და “დინამოს” მოგების გზა დაანახა. მალე ვეტერანმა ვაწაძემაც დაარტყა ზუსტად და “დინამო” წინ გავიდა.

 

ამ ორმა წუთმა “სპაერზე” დამთრგუნველად იმოქმედა და “დინამომ” განსაკუთრებული ნერვიულობის გარეშე მიიღო 3 ქულა.

 

ახლა საინტერესოა, რა მოხდება მომდევნო ტურში, როცა პირველმეორეადგილოსანი “რუსთავი” და თბილისის “დინამო” 15 აგვისტოს “მიხეილ მესხი 2”-ზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ცენტრალურ მატჩში.

 

 

სპაერი-დინამო (თბ) 1:2

 

1:0 ლ. კოხრეიძე (31, ჯიბრილის პასით), 1:1 კაკაშავილი (73, ტეიშეირას პასით), 1:2 ვაწაძე (75, სანტუსის პასით)

 

სპაერი: ფუტკარაძე, მატენჯვა (ჩაგუნავა 86), კენჭაძე, ბუნტური, სამხარაძე, ცირდავა, თ. ცეცხლაძე (ცალუღელაშვილი 58), ჯიბრილი (გოლუბიანი 86), ლ. კოხრეიძე, გეგიაძე (ბასილაშვილი 86), გ. ცეცხლაძე (ინჯგია 72)

 

დინამო: მაქაცარია, სანტუსი, კურდიჩი, კალანდაძე, ხარაბაძე (კანკავა 90+2), ოსეი, ნინუა, ბა (ჰური 46), ტეიშეირა (უელტონი 85), კვარაცხელია (კაკაშვილი 46), ვაწაძე (გბომადუ 79)

 

არბიტრი: კობა რევაზაშვილი

 

 

წყარო: Sportall.ge