მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 01:14
სწრაფი სიახლე
სპორტი

“ტრაპზონსპორი” “ლივერპულის” კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს

SportMedia 9 აგვისტო, 2026 · 17:29 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

მოჰამედ სალაჰის შემდეგ „ტრაბზონსპორი“ „ლივერპულის“ კიდევ ერთ ყოფილ ფეხბურთელს დაიმატებს.

 

ტრაპიზონული კლუბი „ალ ჰილალს“ 27 წლის ურუგვაელი თავდამსხმელის დარვინ ნუნიესის ტრანსფერზე შეუთანხმდა. 

 

ნუნიესმა გასული სეზონის პირველ ნახევარში საუდის არაბეთის ჩემპიონატის 16 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ზამთარში კი „ალ ჰილალმა“ კარიმ ბენზემა იყიდა და განაცხადიდან გამოიყვანეს.

 

ნუნიესი და სალაჰი „ლივერპულში“ ერთად 3 წელი თამაშობდნენ. Transfermarkt-ის მიხედვით დარვინის ფასი 20 მილიონი ევროა. 

წყარო: Sportall.ge