მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 00:49
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

წალენჯიხაში, მდინარეში მამაკაცმა ახალგაზრდა დედა-შვილის გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ძლიერი დინებიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და წყალმა გაიტაცა

Ambebi.ge 9 აგვისტო, 2026 · 22:11 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ახალგაზრდა მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მდინარე სქურში წყალი მოულოდნელად, დიდი სისწრაფით მოვარდა. ახალგაზრდა მამაკაცმა დედა-შვილის გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ძლიერი დინებიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და წყალმა გაიტაცა. დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და პოლიცია.