მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 01:40
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ამინდი უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

Prime Time 9 აგვისტო, 2026 · 23:37 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10-11 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).