მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 02:25
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

44 წლის მამაკაცი, რომელიც მდინარემ გაიტაცა, მაშველებმა ცოცხალი იპოვეს

Prime Time 9 აგვისტო, 2026 · 23:43 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

44 წლის ირაკლი მაქაცარია მაშველებმა იპოვეს. ის ცოტა ხნის წინ ადიდებულმა მდინარე ჭანისწყალმა გაიტაცა, თუმცა როგორც ჩანს მამაკაცმა ნაპირზე გასვლა მოახერხა.

 უწყვე­ტი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მაშ­ვე­ლებ­მა კაცი მდი­ნა­რის ფერ­დზე იპო­ვეს. მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. შემ­თხვე­ვა წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სქურ­ში ცოტა ხნის წინ მოხ­და.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცის ხმა მდინარის მიმდებარე ტყიდან ისმოდა. „ეტყობა ტოტებს მოეჭიდა და ნაპირზე გასვლა მოახერხა. ხმა ისმოდა ტყიდან.“

მანამდე მაშველებმა ადიდებული მდინარიდან დედა და შვილები ამოიყვანეს.