ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა

პსჟ-მ საფრანგეთის ნაკრების 33 წლის მცველი ლუკა დინი 7 მილიონ ევროდ შეიძინა.
პსჟ-მ დინს კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუფორმა და 12-ნომრიანი მაისური გადასცა.
ის პარიზულ გუნდში 2013-2016 წლებში თამაშობდა.
გასულ სეზონში დინმა კლუბში ყველა ტურნირზე 44 მატჩში 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
წყარო: Sportall.ge