ტრამპი თვლის, რომ ირანის გაუარესებული ეკონომიკა თეირანს შეთანხმებებისკენ უბიძგებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება და გამოთქვა რწმენა, რომ თეირანთან შეთანხმებას მიაღწევენ,- ამის შესახებ მან პორტალ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ჩუმად ვმოქმედებთ“, – განაცხადა ტრამპმა ირანთან დაკავშირებით ვაშინგტონის შემდგომ ნაბიჯებზე საუბრისას.
ამერიკელი ლიდერის თქმით, შეერთებული შტატები თეირანთან მხოლოდ ნაწილობრივ აწარმოებს მოლაპარაკებებს და ამჟამად აკვირდება ირანში არსებულ ვითარებას, სადაც, მისი შეფასებით, მაღალი ინფლაცია და არასაკმარისი სახსრებია.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანი ეკონომიკურად „ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“. მან ეს აშშ-ის მიერ ირანის საზღვაო ბლოკადას მიაწერა.
როგორც Axios-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აღნიშნავს, ერთი კვირის წინ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განახლებისკენ იყო მიდრეკილი, თუმცა შემდგომში დეესკალაციისკენ დაიყოლიეს.
კომენტარები
კომენტარი