მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 17:54
სწრაფი სიახლე
სპორტი

65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ – ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, “ბარსა” კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს

SportMedia 10 აგვისტო, 2026 · 10:30 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

Diario Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონასა” და პსჟ-ს შორის ფერან ტორესის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დღეს დაიწყება. მხარეები ესპანელი თავდამსხმელის შესაძლო ტრანსფერს მიმდინარე კვირაში განიხილავენ. ტორესმა “ბლაუგრანას” დატოვებისა და კარიერის ლიგა 1-ში გაგრძელებასთან დაკავშირებით საჯაროდ უკვე ისაუბრა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელმა პარიზელებთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა.

 

 

ამ გარემოების გათვალისწინებით, პსჟ ტრანსფერის ღირებულების შემცირებას შეეცდება. ტორესის მოქმედი ხელშეკრულება “ბარსელონასთან” 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში, რის გამოც ფრანგებს მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი შესაბამისი უნდა იყოს. კატალონიელებს კი მოლაპარაკებებს მინიმუმ 65 მილიონი ევროს მოთხოვნით დაიწყებს. კლუბს ახალი ფეხბურთელების დასარეგისტრირებლად დამატებითი შემოსავლის მიღება სჭირდება და ტორესის გაყიდვიდან მაქსიმალური თანხის ამოღებას გეგმავს.

 

 

“ბლაუგრანაში” აცნობიერებენ, რომ მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ტორესს პსჟ-სთან პირადი შეთანხმება უკვე აქვს. მიუხედავად ამისა, კატალონიელები მიიჩნევენ, რომ თავდამსხმელის ფასი მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე არსებულ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ამ ზაფხულს თავდამსხმელებში საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება.

 

 

ხელაიფი 65 მილიონი ევროს გადახდას ამ ეტაპზე არ განიხილავს, თუმცა ფრანგული კლუბი მზადაა, მოლაპარაკებების დასაწყებად სოლიდური შეთავაზება გააკეთოს. ამასთან, “ბლაუგრანას” სპორტულ დირექტორ დეკოსა და პსჟ-ს სპორტულ მრჩეველ ლუის კამპოსს კარგი ურთიერთობა აქვთ, რამაც შესაძლოა მოლაპარაკებების პროცესს ხელი შეუწყოს და შეთანხმების მიღწევა რამდენიმე დღეშიც გახადოს შესაძლებელი. ფერან ტორესის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 55 მილიონ ევროდ არის შეფასებული. პსჟ სწორედ ამ ნიშნულამდე მისვლას გეგმავს, ფიქსირებული სატრანსფერო თანხისა და ბონუსების კომბინაციით.

 

 

თავის მხრივ, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” მიაჩნიათ, რომ 55 მილიონი ევრო შესაძლოა საბოლოო შეთანხმებისთვის მისაღები თანხა გახდეს. ეს ის თანხაა, რომელიც კატალონიურმა კლუბმა ტორესის სანაცვლოდ “მანჩესტერ სიტის” 2022 წელს გადაუხადა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში “ბარსელონა” ესპანელ ფეხბურთელში განხორციელებულ ინვესტიციას სრულად ამოიღებს.

წყარო: Sportall.ge