მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის

Mundo Deportivo-ს ცნობით, MLS-ის ბინადარ “ატლანტა იუნაიტედს” “კომოს” 33 წლის ესპანელი ფორვარდის ალვარო მორატას დამატება სურს. ამერიკელებს “ნაპოლიდან” რომელუ ლუკაკუს წაყვანა უნდოდათ, მაგრამ ბელგიელი სავარაუდოდ, თურქულ “ფენერბაჰჩეში” გადავა.
გამოცდილი თავდამსხმელის ბედი იტალიური გუნდის დამრიგებელ სესკ ფაბრეგასზეა დამოკიდებული. ალვაროს “კომოში” დარჩენა უნდა და თუ ესპანელმა ეს მოისურვა, მაშინ გუნდს არ გამოიცვლის.
მორატამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 30 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
წყარო: Sportall.ge