მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 19:01
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

მამაკაცს 14 წელი ხელფასი ისე ერიცხებოდა, რომ სამსახურში არ უვლია

Prime Time 10 აგვისტო, 2026 · 16:06 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სამსახურებრივი თაღლითობის ისტორიად დღემდე იხსენებენ ხოაკინ გარსიას საქმეს – ჩინოვნიკს, რომელიც 14 წლის განმავლობაში სამსახურში პრაქტიკულად არ დადიოდა, თუმცა ყოველთვიურად ხელფასს იღებდა.

გარსია ქალაქ კადისის მერიაში გარემოს დაცვის დეპარტამენტის ტექნიკური დირექტორი იყო. მისი ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 3 200 ევროს შეადგენდა.

ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ კოლეგებს ჩინოვნიკი წლების განმავლობაში თითქმის არასოდეს უნახავთ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარსიას სამსახურში მხოლოდ ხელფასის მისაღებად მისვლა უწევდა. მდგომარეობა იმდენად აბსურდული აღმოჩნდა, რომ მისი არყოფნა წლების განმავლობაში პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა.

საქმე მაშინ გამოიკვეთა, როდესაც გარსიას 15-წლიანი სამსახურისთვის ჯილდო უნდა მიეღო. მერიის თანამშრომლებმა მასთან დაკავშირება სცადეს, თუმცა მის ოფისში ზარს არავინ პასუხობდა.

გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ოფისი, სადაც გარსიას წლების განმავლობაში უნდა ემუშავა, ფაქტობრივად ცარიელი იყო.

თავად გარსია სასამართლოში ამტკიცებდა, რომ კეთილსინდისიერი ადამიანი იყო და სიტუაციაში გარკვეული „მაფიის“ მსხვერპლი აღმოჩნდა. მისი განმარტებით, 1996 წელს მერიამ სპეციალურად მისთვის შექმნა თანამდებობა, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია გამდინარე წყლებზე დაკვირვება იყო.

საქმე კიდევ უფრო კომიკური მიზეზით გრძელდებოდა: ერთი ქალაქის თანამშრომლებს ეგონათ, რომ გარსია მეორე ქალაქში მუშაობდა, მეორეში კი – პირიქით, ფიქრობდნენ, რომ ის კადისში დაბრუნებული იყო.

საბოლოოდ, ჩინოვნიკს უკან დააბრუნებინეს წლების განმავლობაში მიღებული თანხა და 26 900 ევროს ოდენობის ჯარიმაც დააკისრეს.

მისი ისტორია მოგვიანებით ესპანეთში „უხილავი თანამშრომლის“ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მაგალითად იქცა.