მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 20:06
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – არიან დაშავებულები, დაზიანებულია შენობები » kvira.ge

Kvira.ge 10 აგვისტო, 2026 · 18:42 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიური სამსახურების ინფორმაციით, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ჩოკოს დეპარტამენტში, ქალაქ სან ხოსე დელ პალმარის მახლობლად მდებარეობდა.

მედიის თანახმად, ძლიერი რყევები იგრძნობოდა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ბოგოტაში, მედელინში, კალიში და სხვა ქალაქებში. დედაქალაქში მოსახლეობის ნაწილმა შენობები პრევენციის მიზნით დატოვა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, განსაკუთრებით დაზარალებულად სახელდება ჩოკოს რეგიონი, სადაც სამაშველო ჯგუფები ზარალის შეფასებასა და დახმარების ოპერაციებში არიან ჩართული.

ხელისუფლება მოსახლეობას შესაძლო განმეორებითი ბიძგების შესახებ აფრთხილებს.

ამ ეტაპზე დაღუპულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.


http://kvira.ge/wp-content/uploads/2026/08/AQPyXzgnQmW1ggtjVhByBD8QV2QS8CK77vKuTNM4-fToDQX7TfTH-SBa0vvk1od6Wgc5rNogQzu6zbknnuGJYnw43e74Cqaz63pVb2SEtQ-1.mp4

კომენტარები

კომენტარი