მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 22:25
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ბოლო პერიოდში აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოძმე ირანელი ხალხის გვერდით დგას – ილჰამ ალიევი

Prime Time 10 აგვისტო, 2026 · 19:52 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თეირანისადმი ბაქოს მხარდაჭერა დაადასტურა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ბოლო პერიოდში არსებული მოვლენების ფონზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა სოლიდარობა ირანელი ხალხის მიმართ.

„აზერბაიჯანელი და ირანელი ხალხები ყოველთვის გვერდში ედგნენ ერთმანეთს რთულ და მძიმე დღეებში. ჩვენს რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოძმე ირანელი ხალხის გვერდით დგას“, – წერს ალიევი სოციალურ ქსელში ირანელი კოლეგის კომენტარზე საპასუხოდ.

ცნობისთვის, მანამდე ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ომის დროს ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.