მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 02:09
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

აშშ-ის მთავრობა მზადაა დაეხმაროს კოლუმბიას მიწისძვრის შემდეგ – რუბიო

Prime Time 10 აგვისტო, 2026 · 23:43 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებული შტატების მთავრობა თვალს ადევნებს კოლუმბიაში მომხდარ მიწისძვრას და მზადაა მხარდასაჭერად.

ის კოლუმბიაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, თავიანთი ადგილსამყოფელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაში ონლაინ დაარეგისტრირონ და უახლესი ინფორმაციის მისაღებად ოფიციალურ წყაროებს ადევნონ თვალი.

10 აგვისტოს დილით, ადგილობრივი დროით 07:34 საათზე, დასავლეთ კოლუმბიაში, სან-ხოსე-დელ-პალმართან ახლოს, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა.