მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 02:10
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

„პოლიტიკო“ – 2026 წლის ცხელი ზაფხული ევროკავშირს დაახლოებით 180 მილიარდი ევრო დაუჯდება

Prime Time 11 აგვისტო, 2026 · 00:49 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

2026 წლის ცხელი ზაფხული ევროკავშირს დაახლოებით 180 მილიარდი ევრო დაუჯდება, რაც გაერთიანების ბიუჯეტის თითქმის ერთი პროცენტია, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

გამოცემის ცნობით, ზაფხულში ძლიერი სიცხეების შედეგად მიღებული ზიანის გამო ევროკავშირის მშპ დაახლოებით 0.6 პროცენტით შემცირდება. ასევე 3-7 პროცენტით შემცირდება სოფლის მეურნეობის წარმოებაც.

ეკონომიკის ზრდის 1.4 პროცენტით შემცირებას ელოდებიან საფრანგეთში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ექსტრემალურმა სიცხეებმა, შეიძლება, სტრუქტურული სახე მიიღოს და ყოველი შემდეგი ზაფხული კიდევ უფრო ცხელი იყოს.