მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 03:00
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მედია – რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“, რომელსაც უცხოური დაფინანსების მიღებასა და ექსტრემისტულ მოძრაობებთან კავშირში ადანაშაულებნენ, დუმის არჩევნებიდან მოხსნა

IPN.ge 11 აგვისტო, 2026 · 01:36 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“ სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან მოხსნა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„პარტია „როდინას“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ნაციონალისტური პარტია „როდინას“ სარჩელი ოპოზიციურ პარტია „იაბლოკოს“ უცხოური დაფინანსების მიღებაში, საავტორო უფლებების შესახებ კანონის დარღვევასა და ექსტრემისტულ მოძრაობებთან კავშირში ადანაშაულებდა.

„იაბლოკოს“ თავმჯდომარემ ნიკოლაი რიბაკოვმა სასამართლოს წინ შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ხედავს, თუ რამდენ ადამიანს სურს მშვიდობა.

რიბაკოვის თქმით, პარტია გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ყველაფერს გააკეთებს.