მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 03:48
სწრაფი სიახლე
სპორტი

მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა – დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია

SportMedia 10 აგვისტო, 2026 · 20:43 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში (პირველი 0:0 დასრულდა) „იბერია 1999“ „ლარნეს“ უმასპინძლებს, მოგების შემთხვევაში, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავა და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს გაინაღდებს. 

 

თამაშისადმი ინტერესი დიდია, გუშინ დაახლოებით 15:20 საათისთვის მიხეილ მესხის სახელობის 27 223-ადგილიან სტადიონზე 10 ათასამდე ბილეთი გაყიდული იყო.

 

შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისური გუნდის მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ განაცხადა, რომ ვიზებზე გაურკვევლობის და გადაღლილობის შედეგად სტუმრად სასურველი თამაში ვერ აჩვენეს, მეტოქე შეისწავლეს, იციან როგორ დაუპირისპირდნენ, მიზანი ძირითად დროში გამარჯვება და ევროტურნირებზე მოხვედრაა, რასაც ქართული კლუბები 22 წელიწადია ვერ ახერხებენ.

 

თუ „ლარნეს“ ბარიერი გადალახა, „იბერია 1999“ მომდევნო რაუნდში „იაგიელონიასა“ და „რეინჯერსს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

წყარო: Sportall.ge