„ძალიან მადლიერი ვარ შენი ყველაფრისთვის, რაც ჩვენს თავს 18 წლის განმავლობაში ხდება…“ – თეონა კონტრიძეს მეუღლე ემოციურ პოსტს უძღვნის

მომღერალმა თეონა კონტრიძემ მეუღლისგან ქორწინების 18 წლისთავთან დაკავშირებით ემოციური მილოცვა მიიღო. მეუღლემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მას მადლობა გადაუხადა 18 წლის განმავლობაში გაწეული სიყვარულის, სითბოსა და თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ მასთან ერთად გატარებულ თითოეულ დღეს აფასებს.
„დღევანდელი დღის აურზაურში ყველაზე მნიშვნელოვანი გამომრჩა… მაპატიე, გილოცავ ჩვენს დღეს, შენ, თეონა, ძალიან მადლიერი ვარ შენი ყველაფრისთვის, რაც ჩვენს თავს 18 წლის განმავლობაში ხდება (სინამდვილეში კი, გაცილებით მეტია)!
მადლობა მოთმინებისთვის, ყურადღებისთვის, უსაზღვრო სითბოსთვის, სიყვარულისა და გაგებისთვის. შენ მსოფლიოში საუკეთესო ხარ! ძალიან მიყვარხარ და ერთად გატარებულ თითოეულ დღეს ვაფასებ.
ღმერთმა ქნას, ასეთი დღეები კიდევ ბევრი გვქონდეს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ღირსეულად გავივლით.
ძალიან მიყვარხარ, შენი ტორტი“, – წერს ნიკოლაი კლოპოვი.