ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის პრინცს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის პრინცს ესაუბრა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
„ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღე კონტაქტში ვართ უკრაინის მეგობრებსა და პარტნიორებთან მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. დღეს ძალიან შინაარსიანი საუბარი მქონდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან, მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდთან. არსებობს სფეროები, სადაც უკრაინასა და საუდის არაბეთს შეუძლიათ ადამიანების სიცოცხლის დასაცავად ერთმანეთის შესაძლებლობები გაძლიერონ“, – წერს ზელენსკი X-ზე.
ზელენსკის ცნობით, მოჰამედ ბინ სალმანთან დრონების შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი მომავალი ნაბიჯები განიხილა.
„მემკვიდრე პრინცმა ისაუბრა საუდის არაბეთის მიერ თურქეთთან და პაკისტანთან დადებულ შეთანხმებებსა და პერსპექტივებზე“, – აცხადებს ზელენსკი.