მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 16:56
სწრაფი სიახლე
სპორტი

“ეს უდიდესი უკუსვლა იქნება” – ჩრდილოეთ ირლანდიაში “იბერიასთან” მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

SportMedia 11 აგვისტო, 2026 · 07:26 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

დღეს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში (პირველი 0:0 დასრულდა) “იბერია 1999” “ლარნეს” უმასპინძლებს, მოგების შემთხვევაში, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავა და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს გაინაღდებს.

 

ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩვენს მსგავსად ამ შეხვედრას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან ამ წყვილის გამარჯვებულს არამარტო ევროტურნირების საგზურის განაღდება შეუძლია, არამედ გადაწყდება ვინ გაიყვანს 4 გუნდს საკუთარი ჩემპიონატებიდან ევროპულ ტურნირებზე. 

 

უკვე ცნობილია, რომ მომავალი სეზონიდან საქართველოს ევროპაში 3 გუნდი წარადგენს, მაგრამ ამის შემდეგი სეზონის გამოსწორების საშუალება ახლა არსებობს. ჩრდილოეთ ირლანდია 50-ე პოზიციაზეა, საქართველო 51-ეზე და თუ დღეს დემჩენკოს ბიჭები გაიმარჯვებენ, საქართველო ჩრდილოეთ ირლანდიას გადაუსწრებს და 4 გუნდის საგზური ჩვენ დაგვრჩება. 

 

irishnews-თან ამ ფაქტის მნიშვნელობაზე ჩრდილო ირლანდიელმა მწვრთნელებმა დევიდ ჰილმა და ორან კირნიმ ისაუბრეს, რომელთაც აღნიშნეს, რომ 1 საგზურის დაკარგვა უდიდესი უკუსვლა იქნება. 

 

“მინდა, “ლარნეს” წარმატებები ვუსურვო. ვიმედოვნებ, ევროპაში რაც შეიძლება შორს წავლენ, რადგან ახლა რეიტინგში ქულები ნამდვილად გვჭირდება”, – თქვა დევიდ ჰილმა. 

 

“ჩემთვის მთავარი ის არის, რომ კოეფიციენტების თვალსაზრისით, 50-ე ადგილზე და ევროტურნირებზე მე-4 ადგილის დაკარგვის ზღვარზე ვართ. ევროპულ ტურნირებზე 3 გუნდამდე გაყვანის ჩამოსვლა უდიდესი უკუსვლა იქნება”, – აღნიშნავს კირნი. 

 

შეხსენებისთვის, დღევანდელი დაპირისპირება “მიხეილ მესხზე” 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას “სილკ უნივერსალი” შემოგთავაზებთ. 

წყარო: Sportall.ge