ჰარი კეინი “ბაიერნთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

The Times-ის ინფორმაციით, “ბაიერნის” 33 წლის ინგლისელი ფორვარდი ჰარი კეინი ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგლძრივებს.
ის მუნდიალის შემდგომი არდადეგებიდან შემდეგ კვირაში გაფორმდება და მოლაპარაკებების ბოლო ეტაპს გამართავს.
მოსალოდნელია, რომ კეინს იგივე ხელფასი, წელიწადში 25 მილიონი ევრო შეუნარჩუნდება, რითაც ჯამალ მუსიალასთან ერთად, გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.
ინფორმაციისთვის, კეინი “ბაიერნის” ღირსებას 2023 წლიდან იცავს, რა დროშიც 147 შეხვედრაში 146 გოლი გაიტანა და 13 ასისტი მიითვალა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს იწურება.
წყარო: Sportall.ge